search
2017-09-17

 
    ვორქშოპი ქალი დოკუმენტალისტებისთვის (პირველი ნაწილი)

10-11 სექტემბერს გაიმართა ვორქშოპი ქალი დოკუმენტალისტებისთვის სამხრეთ კავკასიიდან, რომელსაც უძღვებოდნენ შვედი რეჟისორები კარინ ეკბერგი და იოჰანა ბერნჰარდსონი.

აღნიშნული ვორქშოპი წელს მესამედ ჩატარდა შვედეთის ინსტიტუტის დაფინანსებით და საქდოკ ფილმის ორგანიზებით. მისი მიზანია, ქალი დოუმენტალისტების გაძლიერება და ხელშეწყობა, რათა განავითარონ და დაასრულონ პროექტები, რომელზეც მუშაობენ.

პროექტში მონაწილეობა მიიღო ცხრა რეჟისორმა ქალმა აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან, რომლებიც თავიანთი იდეების განვითარების საწყის ეტაპზე არიან.

ვორქშოპში მონაწილეობდნენ შემდეგი პროექტები: 

A Wo-man. რეჟისორი: გულნარ სალიმოვა (აზერბაიჯანი)

ჩანთები და საზღვრები. რეჟისორი: ელენე მიქაბერიძე (საქართველო) 

Bro. რეჟისორი: ჰელენა მელკონიანი, სონა მარგარიანი (სომხეთი)

გადაადგილებულები. რეჟისორი: ანჟელა ფრანგიანი (სომხეთი)

წინ, წინაპრებისკენ! რეჟისორი: შორენა თევზაძე (საქართველო)

მოსახლეობა. რეჟისორი: მერი აგახანიანი (სომხეთი)

სარჩა (sarca). რეჟისორი: დურნა საფაროვა (აზერბაიჯანი)

შეხვედრა. რეჟისორი: თათია (თამარ) სხირტლაძე (საქართველო)  

3 (სამი). რეჟისორი: აფსანა იუსიფოვა

 

ვორქშოპი სამ ეტაპს მოიცავს. მეორე და მესამე ნაწილი დეკემბერსა და მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება.