search
2017-07-02

 
    ვორქშოპი ქალი დოკუმენტალისტებისთვის #3

შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და "საქდოკ ფილმის" ორგანიზებით ტარდება რიგით მესამე ვორკშოპი ქალი დოკუმენტალისტებისთვის, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დამწყებ რეჟისორებს და შესძინოს მათ ცოდნა და გამბედაობა საერთაშორისო არენაზე სამუშაოდ 

წელს ვორქშოპი ჩატარდება სამ ნაწილად სექტემბრიდან მაისის ჩათვლით და მას წინა წლების მსგავსად, წარუძღვებიან შვედი რეჟისორები კარინ ეკბერგი და იოჰანა ბერნჰარდსონი. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ქალ დოკუმენტალისტებს აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან, რომელთაც აქვთ დოკუმენტური ფილმის იდეა და სურთ მისი განვითარება.

პროექტის მიღების ბოლო ვადაა 14 აგვისტო.

 

დეტალები ვორქშოპის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულიდან.