search
2016-08-20

 
    ვორქშოპი ქალი დოკუმენტალისტებისთვის

შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და "საქდოკ ფილმის" ორგანიზებით ტარდება რიგით მეორე ვორკშოპი ქალი დოკუმენტალისტებისთვის. ვორკშოპის მიზანია იმ ქალი რეჟისორების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, რომლებსაც აქვთ დოკუმენტური ფილმის იდეა და მისი განვითარება სურთ.

ვორკშოპი კინოფესტივალ CinéDoc-ის ფარგლებში, 19-21 ოქტომბერს, შედგება და მას შვედი რეჟისორები კარინ ეკბერგი და იოჰანა ბერნჰარდსონი ჩაატარებენ.

ვორკშოპის მიზანია ხელი შეუწყოს დამწყებ ქალ რეჟისორებს და შესძინოს მათ ცოდნა და გამბედაობა საერთაშორისო არენაზე სამუშაოდ. 

დეტალები ვორქშოპის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულიდან.

პროექტის მიღების ბოლო ვადაა 23 სექტემბერი.