search
 
დაისის მიზიდულობა
74 min. 2016

სინოფსისი:

რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ფილმი ერთი პატარა ქალაქის ფსევდო-ეთნოგრაფიულ პორტრეტს ქმნის, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს, და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება. როგორ შეიძლება აქ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინო? პერსონაჟების, ადგილებისა და მოვლენების მრავალფეროვანი სპექტრი ამ ქალაქის მოზაიკას ქმნის. ტელევიზიის ერთადერთი ჟურნალისტი დარიკო დანტეს “ღვთიური კომედიის” ვერგილიუსივითაა, რომელიც მაყურებელს ქალაქის მკვიდრთა ყოფის ლაბირინთში მიუძღვება.


რეჟისორი და ოპერატორი სალომე ჯაში
მონტაჟი დერეკ ჰოვარდი
პროდიუსერები ურტე ფინკი, სალომე ჯაში, გრეგორ შტრეიბერი
საქართველო | გერმანია

ფილმი გადაღებულია MDR/Arte-სა და YLE-სთან თანამშრომლობით
ასევე რობერტ ბოშის ფონდის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით


   
კადრი ფილმიდან: