search
 
ბახმარო
58’ 2011

რეჟისორი: სალომე ჯაში
ოპერატორი: სალომე ჯაში
მემონტაჟე: დერეკ ჰოუვარდ
ხმის ოპერატორი: დათო სიხარულიძე
ხმის რეჟისორი: პაატა გოძიაშვილი
პროდიუსერი: ანნა ძიაპშიპა, ჰაინო დეკერტი
გაყიდვები: დეკერტ დისთრიბუშენი

სინოფსისი:

ფილმი მოგზაურობაა საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მდებარე სამსართულიან შენობაში. ეს შენობა ადრე სასტუმრო “ბახმარო” იყო, ხოლო ახლა “მულტიფუნქციური” ნაგებობაა. შენობის ცენტრში ცარიელი რესტორანია, სადაც მუდამ გაწყობილი მაგიდები იშვიათ კლიენტს ელის. აქვეა ჩინელების მაღაზია, სათამაშო ავტომატები და პოლიტიკური პარტიის ოფისიც. ეს შენობა მიკროკოსმოსია, მოდელი ქვეყნის, რომელიც მუდმივად ცვლილებების მოლოდინშია.

ფილმი კოპროდუქციაა მა.ია.დე. ფილმპროდუქციონსა და MDR-თან [გერმანია], YLE [ფინეთი], IKON [ჰოლანდია], TVP [პოლონეთი], ETV2 [ესტონეთი]-თან თანამშრომლობით. ფილმი შექმნილია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გოთებორგის კინოფესტივალის ფონდის, ევროპის კულტურის ფონდის, ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის, ტასო - ქალთა ფონდისა და ცენტრალური გერმანიის მედიის წახალისების ფონდის მხარდაჭერით.
 
საფესტივალო ჩვენებები და ნომინაციები:

2011
Silverdocs AFI/Discovery Channel Documentary Festival, აშშ
DOK Leipzig International Young Talent Competition - Generation DOK, გერმანია, Honorary Mention
Jihlava International Film Festival, ჩეხეთი, prize for the Best Central and Eastern European Film
Silver Eye nominee, East Silver Market, ჩეხეთი
Nominated for the Asia Pacific Screen Awards
2012
Trieste Film Festival, იტალია
ZagrebDox, ხორვატია
One World Human Rights IFF, ჩეხეთი

   
კადრები ფილმიდან: