ბანაკი, სადაც ახალგაზრდები საზაფხულო არდადეგებს ატარებენ, ერთი ჩვეულებრივი დასასვენებელი ადგილი იქნებოდა, რომ არა მისი სახელი - პატრიოტთა ბანაკი. მოზარდებს, რომლებიც აქ ისვენებენ, პატრიოტები ჰქვიათ.
ფილმი მცდელობა გაარკვიოს რა ამბიციები აქვთ ახალგაზრდებს საქართველოში და რას ითხოვს მათგან ხელისუფლება. ბანაკში ყველა უნდა დაემორჩილოს რაზმის ლიდერს, ლიდერი კი - ბანაკის ხელმძღვანელს. იდოლოგიზირებულ ბანაკში მორჩილება იდეოლოგიის მორჩილებას ნიშავს… სანამ ერთ-ერთი პატრიოტი ამ იერარქიას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს.
ბანაკები 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით შეიქმნა და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ფილმი შექმნილია საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში “1989-2009: ცვლილებები საქართველოსა და გერმანიაში”
საფესტივალო და სატელევიზიო ჩვენებები:
2011 Art Film Fest, ბრატისლავა
2011 Go-East Festival of Central and Eastsern European Film, ვისბადენი
2011 Trieste Film Festival, იტალია
2010 Watch Docs, ვარშავა
2010 Adhoc: Inconvenient Films Human Rights FF, ლიტვა
2010 DOK Leipzig, ჩვენება შედგა სპეციალური პროგრამის ‘კავკასიური გაკვეთილი’ ფარგლებში
2010 Tofifest IFF, პოლონეთი 2010
2010 One World - International Human Rights Film Festival, პრაღა
2010 საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საავტორო გადაცემა "წითელი ზონა"