![]() |
|||
|
|||
![]() |
|||
![]() |
|||
![]() სალომე ჯაში
სალომე ჯაში დოკუმენტური კინოს რეჟისორია. ჟურნალისტის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ იგი სწავლობდა დოკუმენტალისტიკას ლონდონის უნივერსიტეტში, როიალ ჰოლოუეიში. სალომეს ფილმები მრავალ ადგილას ყოფილა ნაჩვენები, მათ შორის: ლონდონის ნაციონალური გალერეა [2006], ლაიფციგის საერთაშორისო ფესტივალი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებისთვის [2007], ჟორჟ პომპიდუს ცენტრში Cinéma du Réel-ის ფარგლებში [2007], ტრიესტეს კინოფესტივალი [2007/2011], One World Human Rights დოკუმენტური ფილმების ფესტივალი პრაღაში [2009/2010] და სხვ. სალომე ჯაში საქდოკ ფილმის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ფილმოგრაფია:
ცურვა (13’), რეჟისორი/მემონტაჟ, დასრულების ეტაპზე. საქართველო/ლატვია/საფრანგეთი. სერიისთვის 15 Young by Young.
salome@sakdoc.ge
![]() ანნა ძიაპშიპა
ანნა ძიაპშიპა, 2008 წლიდან მუშაობს საქდოკ ფილმში, როგორც პროდიუსერი. 5 წლის განმავლობაში იყო კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელძღვანელი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში. მისი ძირითადი საქმიანობა საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტი იყო, ასევე ქართული ფილმების წარდგენა საერთაშორისო ფესტივალებსა და კინობაზრობებზე. 2007, 2009, 2010 წლებში ანნა მუშაობდა ბერლინალეს ევროპულ კინობაზარზე, 2005-2008 წლებში კი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2009 წელს მან ორგანიზება გაუწია დოკუმენტური ფილმების პირველ ფორუმს Pitch.Doc. ანნა ასევე მუშაობდა სხვადასხვა ტრეინინგებისა და ვორქშოფების ორგანიზებაზე. ის არის საქდოკ ფილმის ერთ–ერთი დამფუძნებელი.
anna@sakdoc.ge
კომპანიის შესახებ
საქდოკ ფილმი დოკუმენტური ფილმების საპროდუქციო კომპანიაა. მისი მიზანია აღწეროს საქართველოში არსებული გარდამავალი პერიოდი, როდესაც საბჭოთა გამოცდილებას ახალი სისტემა ენაცვლება. ეს პერიოდი საინტერესოა ჩვენთვის თავისი კონფლიქტით, იმედგაცრუებითა და მოლოდინით. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში უამრავი თემაა, ადგილი, ადამიანი და პროცესი, რომელიც წლების შემდეგ უკვე აღარ იარსებებს ისეთი სახით, როგორიც ახლაა. ჩვენ გვსურს მათი რეპრეზენტაცია, ჩვენება, დეკონსტრუქცია სანამ ამის დრო ჯერ კიდევ არის. |