search
2012-04-19
CAUCADOC

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში”, “საქდოკ ფილმი” და “ინტერნიუს სომხეთი” ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ. CAUCADOC მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოს განვითარებას შეუწყოს ხელი. პროექტი დაფინანსებულია ევოკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ. მას საფუძვლად უდევს თოთხმეტწლიანი გამოცდილება - ჩეხეთის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი “ერთი მსოფლიო”.  

რეჟისორებისა და პროდიუსერების პროფესიონალიზმის ასამაღლებლად იწვევს ევროპული დოკუმენტური კინოინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებს. თბილისის, ბათუმისა და ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ლექციები. იგეგმება დისკუსიების სერია, რომელიც რეგიონში კინოინდუსტრიის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. ამის გარდა, CAUCADOC მხარს უჭერს მცირე მასშტაბის ადგილობრივი კინოფესტივალებისა და დისკუსიების მოწყობას. დოკუმენტური ფილმები წარდგენილი სკოლებშიც, როგორც სამოქალაქო განათლების ეფექტური მეთოდოლოგია. 

დამატებითი ინფორმაცია CAUCADOC შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.caucadoc.com

CAUCADOC-ის საკონტაქტო პირები საქართველოში:

სალომე ჯაში  საქდოკ ფილმი salome@sakdoc.ge  +995 593 323 929

ანნა ძიაპშიპა საქდოკ ფილმი anna@sakdoc.ge +995 577 443 272

სარკა ზაჰრადნიკოვა ადამიანი გაჭირვებაში sarka.zahradnikova@peopleinneed.cz  +995 599 562 063