search
2010-12-01
Pitch.Doc

ინდუსტრიული სახის ღონისძიება “Pitch.Doc” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება. პროექტის ფარგლებში ხორციელდება განვითარების სტადიაში მყოფი დოკუმენტური კინოპროექტების დახვეწა და წარდგენა საერთაშორისო კომიისიის წინაშე. 

პროექტების ოფიციალურ წარდგენას აფასებს საერთაშორისო კომისია, რომელიც გამოცდილი დოკუმენტალისტების, საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებისა და სატელევიზიო რედაქტორებისგან კომპლექტდება. პროექტების ოფიციალურ წარდგენას წინ უძღვის 2 დღიანი მოსამზადებელი ტრეინინგი.

პროექტის მიზანია დოკუმენტური კინოს პოპულარიზაცია და რეგიონში დოკუმენტალისტებისთვის პლატფორმის შექმნა სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების გზით.