search
2008-04-02
დემოკრატიის 10 წუთი

დემოკრატიის 10 წუთი არტეფაქტ პროდაქშენისა და საქდოკ ფილმის ერთობლივი პროექტია, რომლის იდეაც 2008 წელს გაჩნდა. პროექტის მიზანი იყო შექმნილიყო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის თემას შეეხებოდა. ფილმების მიზანი არ იყო დემოკრატიის ხარისხის პირდაპირ ჩვენება, არამედ ამ თემაზე თავისუფალი, შემოქმედებითი რეფლექსია.

შედეგად საქართველოში 3 დოკუმენტური ფილმი შეიქმნა - ალცნეი 30’, დადუმებულები 12’ და როცა საათები ჩერდება 10’

პროექტის მხარდამჭერები არიან: ბრიტანეთის საბჭო, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

გიდოენ კოპელის მასტერკლასი ხელოვნება და დოკუმენტური კინო

2008 წლის მარტში თბილისში, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანელი რეჟისორმი გიდეონ კოპელი კინოპროფესიონალებსა და კინომოყვარულებს შეხვდა. მასტერკლასის ხელოვნება და დოკუმენტური კინო ფარგლებში მან მისი ბოლო ფილმი სძინავთ მშვიდად აჩვენა.