search
2008-05-01
სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა კინოფესტივალი “მე-ადამიანი”

2008 წელს საქდოკ ფილმი სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა კინოფესტივალის “მე-ადამიანი” თანაორგანიზატორი იყო. თბილისში სამი დღის განმავლობაში ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ნაჩვენები იყო 8 ფილმი, რომელთაც დისკუსიები მოსდევდა.

სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა კინოფესტივალი ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მშვიდობის თემაზე გადაღებული ისეთი დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, რომელთა ავტორები, როგორც წესი, ან ღიად გამოხატავენ თავიან პაციფისტურ პოზიციას, ან კონფლიქტების მოგვარების ახალ გზებს გვთავაზობენ. დღემდე ფესტივალი სამხრეთ კავკასიის 51 ქალაქსა და სოფელში ჩატარდა.

ფესტივალის ინიციატორი და მხარდამჭერი იყვნენ: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო და ჰაინრიხ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში.

2010 წლის შემდეგ ფესტივალ აღარ ტარდება.